ისტორია და ადგილმდებარეობა
დამოუკიდებელი ნავთობის ტერმინალი ,,ვიბრო დიაგნოსტიკი’’ მდებარეობს ბათუმში, საქართველოს შავის ზღვის რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქში.
ტერმინალი განთავსებულია ,,ბათუმის ნავთობტერმინალის’’ შუაგულში. ეს უკანასკნელი რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ტერმინალია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს; მის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი ძმები ნობელები. ,,ვიბრო დიაგნოსტიკის’’ ნაგებობები 2014 წელს აშენდა და მას შემდეგ, ფუნქციონირებაშია.
,,ვიბრო დიაგნოსტიკი’’ პირველივე დღიდან გახდა ლოჯისტიკური მომსახურებების წამყვანი მიმწოდებელი დერეფანში. იგი ასობით ათასი ტონა ნავთობპროდუქტის გადაზიდვას ახორციელებს წელიწადში.
,,ვიბრო დიაგნოსტიკის’’ სტრატეგიული პარტნიორია ,,საქართველოს რკინიგზა’’ (სახელმწიფო კომპანია), რომელთან ერთადაც კომპანია ლოჯისტიკურ მომსახურებებს ახორციელებს და დიდი მოცულობით ტვირთებს იზიდავს კორიდორში.
სარეზერვუარო პარკი
,,ვიბრო დიაგნოსტიკის’’ შენობა-ნაგებობები ორ მთავად ტერიტორიებად იყოფა:
→ მსუბუქი ნავთობის საცავი 8 რეზერვუარით, ჯამში 10,400 მ3 ტევადობით
- 3 x 2000 მ3
- 4 x 1000 მ3
- 1 x 400 მ3
→ მუქი ნავთობის საცავი 3 რეზერვუარით, ჯამში 36,000 მ3 ტევადობით
- 3 x 12,000 მ3
სატრანზიტო ტვირთების მომსახურებებზე მაღალი მოთხოვნის და პროდუქციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ,,ვიბრო დიაგნოსტიკას’’ მხოლოდ საკუთარი სარეზერვუარო პარკი არ ჰყოფნის და ბათუმის ნავთობტერმინალის საცავს იყენებს ტვირთების გაზრდილი მოცულობის განსათავსებლად.
საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის ნავთობტერმინალს შესაძლებლობა აქვს მიიღოს შემდეგი მოცულობის ტვირთები,
სარკინიგზო ესტაკადები
სარკინიგზო რეზერვუარების დაცლა/დატვირთვისათვის, ,,ვიბრო დიაგნოსტიკა’’ ბათუმის ნავთობტერმინალის სარკინიგზო ესტაკადებს იყენებს 30-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე.
ესტაკადების აღწერა მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
ნავმისადგომი
სარკინიგზო ესტაკადების მსგავსად, ,,ვიბრო დიაგნოსტიკა’’ ბათუმის ნავთობტერმინალის ნავმისადგომებს იყენებს გემების დაცლის/დატვირთვის ოპერაციებისათვის.
ბათუმის პორტში ოთხი ესტაკადაა გამოყოფილი ნედლი ნავთობისა და ნავთობ პროდუქტებისათვის.
დატვირთვის/დაცლის ტემპი
,,ვიბრო დიაგნოსტიკა’’ უზრუნველყოფს, რომ დატვირთვის/დაცლის ყველა ოპერაცია, იქნება ეს ხომალდისა თუ სარკინიგზო რეზერვუარების დაცლა/დატვირთვა, განხორციელდეს დროულად, მოცდენის გადასახადების თავიდან აცილების მიზნით.
კერძოდ, ზემოაღნიშნული ოპერაციები შემდეგი ტემპით სრულდება:
→ ტანკერის დატვირთვა ერთი პროდუქტის მიხედვით:
- ნავთობი 350 ტ/ს
- ბენზინი 350 ტ/ს
- ნავთი 600 ტ/ს
- გაზოილი 700 ტ/ს
- საწვავი ნავთობი 1000-2000 ტ/ს
- ნედლი ნავთობი 1000-2500ტ/ს
→ ტანკერის დაცლა რამდენიმე პროდუქტის მიხედვით:
- ბენზინი 150-300 ტ/ს
- დიზელის საწვავი 150-400 ტ/ს
კონტაქტი
ბათუმი, ვოლსკის ქ. 26
(+995 32) 2439 493
info@vibrodiagnostik.com